Saturday, October 19, 2013

პირველი დღე

     1-ლი  დღე---  ტრენინგი   ჩემთვის   პროდუქტიული   გახლდათ,  რადგან    გავიხსენე   ბლოგის  შექმნის   საკითხი,  მომემატა   თავდაჯერებულობა,  გავეცანი  ინტელის   ჯგუფის პროექტს,     შიგადაშიგ   გავაანალიზეთ   და  შევაფასეთ   ზოგიერთი მთავარი   ქვესაკითხი:    პროექტის   მახასიათებლის     ჩეკლისტი ,პროექტის  გეგმის   შაბლონი,  და  სხვ.     შევქმენით  სამუშო   პორტფოლიოში  საქაღალდეები  .  განვიხილეთ  განხორციელებული   და   თარგმნილი   პროექტების   გეგმები,   დავიწყეთ   ფიქრი   პროექტის   იდეებზე .

       ვწუხვარ,   რომ   ტრენერის   პირველი   დავალება   სათანადოდ   ვერ   შევასრულე,  ამჟამად  არ   მაქვს    ინტერნეტი  და   მასალაც   ვერ   ჩავტვირთე.  ტრენერი    ენერგიული  გახლდათ  ,  უშუალო  ურთიერთობები  და  ტრენერის  პასუხისმგებლობა   ჯგუფში დადებით  ატმოსფეროს ქმნის.
       მე-2   დღე---დღეს  ვისაუბრეთ   21-ე  საუკუნის   უნარებზე  და  პროექტის   შესახებ  პუბლიკაციების  შექმნისა   და   გამოქვეყნების   აუცილებლობაზე.  დღეს   ჩაწერას  ვერ   ვასწრებდი.   რამდენჯერმე  დესქტოპზე  ორიენტირება   გამიჭირდა,
        კომპიუტერული  ტექნოლოგიებთ   აღჭურვილ  კლასში შესაძლებელია  წარმატებული  პროექტის  განხორციელება.  არ  ვიცი  ამას  მე   შევძლებ,  თუ  არა.
       ჯგუფის  სხვა   წევრები   სწრაფად   ასრულებენ  ტრენერის   დავალებებს  და  მე  -ვერა,  ამაზე  გული  მწყდება.  შვეცდები,  ყველაფერი  დავიმახსოვრო.

No comments:

Post a Comment