Saturday, November 16, 2013

მეცხრე დღე

დღეს   ჩვენი  პორტფოლიო ავტვირთეთ  დრაივზე  და  მანამდე  კი  წარმოვადგინეთ  მისი   პრეზენტაცია  .  ტრენერმა  რამდენიმე  მითითება  მომცა.  თუმცა  საერთო  ჯამში   მომიწონა. 
   არ   ვიცი,  რატომ  ვარ   უკმაყოფილო   ჩემი  თავით,  თუმცა  არის  რაღაც  საკითხები,  რომელთაც  ნაკლებად  ავუღე  ალღო:  მაგალითად,  დრაივში  ჯგუფის  შექმნა  და  გუგლის  პარამეტრების  გასწორება   კარგად  ვერ  გავიგე,  მაგრამ  ოღონდაც  ინტერნეტს  ჩავრთავდე  და  მაგასაც  ვისწავლი. 
       მთელი  ჩემი   პედაგოგიური  პრაქტიკის  განმავლობაში   არ   გავეწყვეტ  კავშირს  ტრენინგის  მონაწილეებთან.   განსაკუთრებით --  შორენა   ცინაძესთანა  და  მაია  თათეშვილთან.  ძალიან  მინდა  ფიზიკასთან  გავაკეთო   ინტეგრირებული  პროექტი  და  ამ  იდეას   მხოლოდ  მაიასთან  თუ  შეესხმება   ხორცი---  თემა:  ,,ელექტრობა"  -სთან მინდა  იყოს  კავშირში.  
      სავარაუდოდ   პროექტი      სკოლებს  შორის ურთიერთობის  ფარგლებში   დაიგეგმება...
        იმედი, მაქვს  ამ  მასალებს  და  მთელი  ტრენინგის  განმავლობაში  მიღებულ   ინფორმაციას  რაციონალურად   გამოვიყენებთ    და  შევძლებთ   მოვაროთ  ჩვენს   კლასებსა   სასკოლო   ცხოვრების  სინამდვილეს.

liana sarishvilis portfolio

პორტფოლიოს სანახავად გადადით ამ მისამართზე

Saturday, November 9, 2013

ზოგადი რეფლექსია

ტრენინგმა   განვითარების  იმ   დონეზე  ვერ  ამიყვანა,  რომელზეც  ჩემი  ჯგუფელები,  მაგრამ  მიხარია,  რომ  ამ   იდეების  ქარიშხალში,  სიახლეების  ორომტრიაში  მოვხვდი.
   ბევრჯერ  გამეჭედა  ,,  ფლეშკა"  და  გამიცრუვდა  იმედი. ( აუცილებლად  გამოვცვლი,,  როცა  ამის  შესაძლებლობა  მომცემა.)
      დრაივზე  ატვირთვა  ვისწავლე,  მაგრამ   უკვე   დამავიწყდა,  ბლოგის  შექმნა  მეორე  დონეზე  უნდა  მესწავლა  ,მაგრამ  მაშინ  არ  აღმომაჩნდა  საკმაო  უნარები  და ახლა  გავაცნობიერე.
        სამაგიეროდ,  უამრავი  რესურსი  მოგვაწოდა   ტრენერმა,  რომელთაც  აუცილებლად   გამოვიყენებ  სხვა   პროექტებზე   მუშაობისას.
   ძალიან  მინდა  ეს   პროექტი   განვახორციელო.
  დღეიდან   ვიცი,  რომ  თუ  როდესმე   კომპიუტერულ   პროგრამებზე   შეკითხვა  მექნება,   ბატონი  დათო  მხარში  დამიდგება.
    მე  ვისწავლე,  რომ  თითოეულ  მოსწავლესთან  ინდივიდუალურად   მუშაობა  შესაძლებელი  ყოფილა.
       ეს  ადრეც  ვიცოდი  და  ვცდილობდი,  მაგრამ ტრენერივით   გულისხმიერი  არ   ვიყავი.  ახლა   კი  ეჭვი  აღარ  მეპარება,  რომ  ამ  მიდგომას  დიდი  წარმატების   მოტანა  შეუძლია.

მეხუთე დღე

              დღეს   კვლავ  მოვისმინეთ   პრეზენტაციები.
      საკმაოდ   დამაინტერსა    ირმა   ხითარეიშვილის  ,,  ენტერობიოზმა".    (  ბიოლოგია),   პროექტში  ჩანს  მისი  განხორციელების   აუცილებლობა, რესურსების    საჭიროებები,  კავშირი   ცხოვრებასთან,  მოსწავლეთა  მოტივაციის   საფუძვლები.  
    დამაინტერესა  ბადრი  მასწავლებლის  ,,  უტოლობამ",  რომელსაც  საინტერესო   და  სახალისო  აქტივობებით  შეჰყავს  მოსწავლე   ,,  უტოლობის"  და    მათემატკური   კანონზომიერებების  სამყაროში.
      საგულისხმო     გახლდათ   ირა   გიორგიძის  პროექტი  ,,  ოსკარის"  დაჯილდოების  ცერემონიალზე.
        ისევ  შევჯერდები  იმ  აზრზე,  რომ   ამ   პროექტის   ჩამოყალიბების   შაბლონი-  სქემა  არ  არსებობს.  ის   დამოკიდებულია   ავტორის  თვალთახედვის  არეალზე,  მის   ინტელექტუალურ  პოტენციალზე,  მოტივაციასა  და  ტექნიკურ  რესურსებზე...
 ვამბობთ... ,, მე    რომ    კარგი  კომპიუტერი   მქონდეს..."
     მე   რომ   ,,  უკეთესი   ხელფასი   მქონდეს..."
     მე   რომ   მაშინ  ხელი  არ  შემშლოდა  და  ბავშვი  ავად  არ  გამხდომოდა.."
    სასაცილოა...  ნათქვამია:  ,,მიზეზ- მიზეზ  დოს  მარილი  აკლიაო"

  მაგრამ  მთავარი,   როგორც  სამყაროშია  შემოქმედი,     პროექტშიც   გასაღები   მისი  სულისჩამდგმელის    შემოქმედებოთობა  ჩანს.

მეოთხე დღე

დღეს   ვისაუბრეთ  შეფასების  დროის  ჩარჩოზე.   შეფასების   ფორმებზე,  მის  მნიშვნელობაზე.შეფასებას  ვახდენთ  ეტაპობრივად,   ჯერ   ვიკვლევთ  მოსწავლეთა  საჭიროებებს,  შემდეგ  ნაბიჯ-ნაბიჯ  ვახორციელებთ  აქტივობებს,  რომლებიც პროექტით  გვაქვს  დაგეგმილი,  კონკრეტული  სასწავლო  მიზნების  მისაღწევად.   საყურადღებოა    მოსწავლის   პროგრესის   მონიტორინგი,  რომელსაც   მასწავლებელი( ფასილიტატორი)  ახდენს...
        მგონი,  შევძლებ  შეფასების   რუბრიკების  შესაბამისობაში  მოყვანას   ჩემს   პროექტთან.   ჩემი   კომპიუტერი  არანაირ   მასალას  არ  ხსნის,     ,,  ფლეშკაც"  დავირუსებულია,, დავაფორმატე  და  მაინც  იგივე   პრობლემაა.
      ბატონი  დათო   თან  გვყვება,  გინდათ   დამირეკეთ  ნებისმიერ  დროსო,  მაგრამ   მეუხერხულება.  ალბათ  გავერკვევი,  ძალიან  გულისხმიერი  ჯგუფის  წევრები  გვყავს.

Sunday, November 3, 2013

prezentacia

პრეზენტაციის   სანახავად   გადადით   ბმულზე

bukleti

ბუკლეტის   სანახავად   გადადით   ბმულზე


მესამე დღე

 დღევანდელი   დღე   ნაყოფიერი   გახლდათ!   პრეზენტაციები    წარმოვადგინეთ,  ვიმსჯელეთ,  მათ   ძლიერ  და  შედარებით  დასახვეწ   მხარეებზე.     ბადრი   მასწავლებლის  პროექტი   საკმაოდ   ორიგინალური   იყო,   ყოველთვის   მაინტერესებდა   განსხვავებულპროფილიანი    საგნების   ინტეგრირება.   ალბათ   კარგი   იქნება,   თუ   მათემატიკისა   და  მუსიკის   ერთობლივი   პროექტი  განხორციელდება.
         დღეს    ცოტა   კმაყოფილი   ვარ   ჩემი   თავით.  ჩემი   პროექტის   იდეა   აუდიტორიას   მოეწონა,  მირჩიეს,   უფრო  მაღალი  კლასის  მოსწავლეების   მონაწილეობით   განმეხორციელებინა.   ბატონმა   დათომ   სადისკუსიო   შეკითხვის   ფორმულირებაში   გამიწია   დახმარება,  საერთოდ   დიდ  მოთმინებას  იჩენს   ჩემს   მიმართ,   ხშირად   რამდენჯერმე   მიხსნის   ახალ  მასალას   და   ...  მე  მსგავსი  ნებისყოფით   მაინც   ვერ   დავიკვეხნი.  ასე   ამიხსნა   ფაილების  დაარქივება,   დრაივში   ჩემი   ნაშრომის   მომზადება   და   ა.  შ.