დღევანდელი დღე ნაყოფიერი გახლდათ! პრეზენტაციები წარმოვადგინეთ, ვიმსჯელეთ, მათ ძლიერ და შედარებით დასახვეწ მხარეებზე. ბადრი მასწავლებლის პროექტი საკმაოდ ორიგინალური იყო, ყოველთვის მაინტერესებდა განსხვავებულპროფილიანი საგნების ინტეგრირება. ალბათ კარგი იქნება, თუ მათემატიკისა და მუსიკის ერთობლივი პროექტი განხორციელდება.
დღეს ცოტა კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. ჩემი პროექტის იდეა აუდიტორიას მოეწონა, მირჩიეს, უფრო მაღალი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით განმეხორციელებინა. ბატონმა დათომ სადისკუსიო შეკითხვის ფორმულირებაში გამიწია დახმარება, საერთოდ დიდ მოთმინებას იჩენს ჩემს მიმართ, ხშირად რამდენჯერმე მიხსნის ახალ მასალას და ... მე მსგავსი ნებისყოფით მაინც ვერ დავიკვეხნი. ასე ამიხსნა ფაილების დაარქივება, დრაივში ჩემი ნაშრომის მომზადება და ა. შ.
No comments:
Post a Comment