დღეს კვლავ მოვისმინეთ პრეზენტაციები.
საკმაოდ დამაინტერსა ირმა ხითარეიშვილის ,, ენტერობიოზმა". ( ბიოლოგია), პროექტში ჩანს მისი განხორციელების აუცილებლობა, რესურსების საჭიროებები, კავშირი ცხოვრებასთან, მოსწავლეთა მოტივაციის საფუძვლები.
დამაინტერესა ბადრი მასწავლებლის ,, უტოლობამ", რომელსაც საინტერესო და სახალისო აქტივობებით შეჰყავს მოსწავლე ,, უტოლობის" და მათემატკური კანონზომიერებების სამყაროში.
საგულისხმო გახლდათ ირა გიორგიძის პროექტი ,, ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე.
ისევ შევჯერდები იმ აზრზე, რომ ამ პროექტის ჩამოყალიბების შაბლონი- სქემა არ არსებობს. ის დამოკიდებულია ავტორის თვალთახედვის არეალზე, მის ინტელექტუალურ პოტენციალზე, მოტივაციასა და ტექნიკურ რესურსებზე...
ვამბობთ... ,, მე რომ კარგი კომპიუტერი მქონდეს..."
მე რომ ,, უკეთესი ხელფასი მქონდეს..."
მე რომ მაშინ ხელი არ შემშლოდა და ბავშვი ავად არ გამხდომოდა.."
სასაცილოა... ნათქვამია: ,,მიზეზ- მიზეზ დოს მარილი აკლიაო"
მაგრამ მთავარი, როგორც სამყაროშია შემოქმედი, პროექტშიც გასაღები მისი სულისჩამდგმელის შემოქმედებოთობა ჩანს.
No comments:
Post a Comment