ტრენინგმა განვითარების იმ დონეზე ვერ ამიყვანა, რომელზეც ჩემი ჯგუფელები, მაგრამ მიხარია, რომ ამ იდეების ქარიშხალში, სიახლეების ორომტრიაში მოვხვდი.
ბევრჯერ გამეჭედა ,, ფლეშკა" და გამიცრუვდა იმედი. ( აუცილებლად გამოვცვლი,, როცა ამის შესაძლებლობა მომცემა.)
დრაივზე ატვირთვა ვისწავლე, მაგრამ უკვე დამავიწყდა, ბლოგის შექმნა მეორე დონეზე უნდა მესწავლა ,მაგრამ მაშინ არ აღმომაჩნდა საკმაო უნარები და ახლა გავაცნობიერე.
სამაგიეროდ, უამრავი რესურსი მოგვაწოდა ტრენერმა, რომელთაც აუცილებლად გამოვიყენებ სხვა პროექტებზე მუშაობისას.
ძალიან მინდა ეს პროექტი განვახორციელო.
დღეიდან ვიცი, რომ თუ როდესმე კომპიუტერულ პროგრამებზე შეკითხვა მექნება, ბატონი დათო მხარში დამიდგება.
მე ვისწავლე, რომ თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად მუშაობა შესაძლებელი ყოფილა.
ეს ადრეც ვიცოდი და ვცდილობდი, მაგრამ ტრენერივით გულისხმიერი არ ვიყავი. ახლა კი ეჭვი აღარ მეპარება, რომ ამ მიდგომას დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.
No comments:
Post a Comment