არ ვიცი, რატომ ვარ უკმაყოფილო ჩემი თავით, თუმცა არის რაღაც საკითხები, რომელთაც ნაკლებად ავუღე ალღო: მაგალითად, დრაივში ჯგუფის შექმნა და გუგლის პარამეტრების გასწორება კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ოღონდაც ინტერნეტს ჩავრთავდე და მაგასაც ვისწავლი.
მთელი ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში არ გავეწყვეტ კავშირს ტრენინგის მონაწილეებთან. განსაკუთრებით -- შორენა ცინაძესთანა და მაია თათეშვილთან. ძალიან მინდა ფიზიკასთან გავაკეთო ინტეგრირებული პროექტი და ამ იდეას მხოლოდ მაიასთან თუ შეესხმება ხორცი--- თემა: ,,ელექტრობა" -სთან მინდა იყოს კავშირში.
სავარაუდოდ პროექტი სკოლებს შორის ურთიერთობის ფარგლებში დაიგეგმება...
იმედი, მაქვს ამ მასალებს და მთელი ტრენინგის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას რაციონალურად გამოვიყენებთ და შევძლებთ მოვაროთ ჩვენს კლასებსა სასკოლო ცხოვრების სინამდვილეს.
No comments:
Post a Comment